ნინო რამიშვილი - წელიწადის ოთხი დრო 

ახალი გამოცემა, რომელიც ცნობილ ქართველ ქორეოგრაფს კიდევ უფრო ახლოს გაგვაცნობს.

ნინო რამიშვილის ცხოვრებასა და შემოქმედებით მოღვაწეობაზე საიუბილეო წიგნი გამოიცა.

წიგნში თავმოყრილია უნიკალური ფოტოები, ასევე საარქივო ჩანაწერები, სადაც ლეგენდარული მოცეკვავე და ქართული „ნაციონალური ბალეტის“ შემქმნელი თავად ჰყვება საკუთარ თავზე.