19 იანვარი ქართული ცეკვის ვირტუოზის, ნინო რამიშვილის დაბადების დღეა. ქართული ნაციონალური ბალეტის ერთ-ერთ დამფუძნებელს, სახალხო არტისტს, ქორეოგრაფსა და ბალეტმაისტერს 116 წელი შეუსრულდებოდა. იყო სახელმწიფო ფილარმონიის სოლისტი. მეუღლესთან, ილიკო სუხიშვილთან ერთად კი 1945 წელს ხალხური ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი შექმნა, რომელმაც მსოფლიო დონეზე მოიპოვა აღიარება. წლების განმავლობაში იყო სუხიშვილების ანსამბლის წამყვანი მოცეკვავე, შემდეგ კი ქორეოგრაფი და სამხატვრო ხელმძღვანელი. იყო არაერთი პრემიის, ჯილდოსა და ტიტულის მფლობელი. განსაკუთრებულია ნინო რამიშვილის წვლილი ქართული ცეკვების შექმნისა და პოპულარიზაციის საქმეში. პირველი არხის ოქროს ფონდი სცენაზე და სცენის მიღმა ნინო რამიშვილის მუშაობის ამსახველ არაერთ უნიკალურ კადრს ინახავს.