ნინო ლომჯარიამ "კვირის ინტერვიუში" საკუთარ გეგმებსა და პრიორიტეტებზე ისაუბრა

რა გეგმით და პრიორიტეტებით შეუდგება მუშაობას ახალი სახალხო დამცველი?! – ამის შესახებ ნინო ლომჯარიამ პირველ არხზე “კვირის ინტერვიუში” ისაუბრა. ახლადარჩეულ ომბუდსმენს მიაჩნია, რომ სახალხო დამცველის საქმიანობა საზოგადოების მოლოდინს უნდა პასუხობდეს. დასაქმებულთა შრომით უფლებებთან ერთად ბიზნესინტერესები, რელიგიური თუ სექსუალური უმცირესობები, სხვადასხვა სოციალური ჯგუფები, – ლომჯარია მზად არის,  ყველა იმ ადამიანის დამცველი გახდეს, ვისი დაცვაც, როგორც თავად აცხადებს, შესაძლოა, არაპოპულარული იყოს.

ახალმა ომბუდსმენმა ირაკლი აბსანძესთან ინტერვიუში მისი წარდგენისა და არჩევის პროცესზეც ისაუბრა. ლომჯარია არ გამორიცხავს, რომ ერთ-ერთი კრიტერიუმი, მისი კანდიდატურის მხარდაჭერისა მმართველი გუნდის მხრიდან, შესაძლოა, საჯარო სექტორში მუშაობის გამოცდილებაც იყო.