ნინო ლომჯარია რუსეთის ომბუდსმენს პასუხობს

რუსეთის საგარეო უწყების მიერ გუშინ გავრცელებულ მოთხოვნას მათი მოქალაქეების უსაფრთხოების შესახებ, დღეს რუსეთის ომბუდსმენის მიმართვაც მოჰყვა.

ტატიანა მოსკალკოვამ ნინო ლომჯარიას საქართველოში მყოფი რუსეთის მოქალაქეების უფლებების დაცვა სთხოვა. ის ამბობს, რომ თბილისში მიმდინარე პროცესები ღრმა შეშფოთების საფუძველს იძლევა.

საპასუხო განცხადება ცოტა ხნის წინ გაავრცელა ნინო ლომჯარიამ. ომბუდსმენი განმარტავს, რომ ამ დრომდე აპარატისთვის რუსეთის ფედერაციის არც ერთ მოქალაქეს არ მიუმართავს და საჭიროების შემთხვევაში სახალხო დამცველი დაიცავს საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა მოქალაქის უფლებას.

განცხადებაში ასევე წერია, რომ აქტიური ანტისაოკუპაციო პროტესტის პარალელურად, რუსეთის მოქალაქეები ქვეყანაში მშვიდობიანად გადაადგილდებიან და საქართველო უსაფრთხო ქვეყნის სტატუსს ინარჩუნებს.