საქალაქო სასამართლოში მანდატურზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული აქტივისტის, ნინო დათაშვილის წინასასამართლო სხდომა იმართება. ადვოკატები დათაშვილის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო, აღკვეთის ღონისძიების შეცვლას ითხოვენ. მათივე თქმით, უნდა წარადგინონ ცნობა „ვივამედიდან“ და პენიტენციურის ექიმის დასკვნა, რომ მისი მდგომარეობა არის მძიმე. საქალაქო სასამართლოსთან განცხადება გააკეთეს პარტია „ახლების“ წარმომადგენლებმა და ნინო დათაშვილის გათავისუფლება მოითხოვეს.