ნინო ბურჯანაძის ვიზიტი მოსკოვში

ნინო ბურჯანაძის მოსკოვში ვიზიტზე მისი პარტიის წარმომადგენლები კიდევ ერთ განმარტებას აკეთებენ.

გიორგი ახვლედიანის თქმით, პარტიის ლიდერი რუსეთის დედაქალაქს პერიოდულად სტუმრობს და ეს ოპოზიციის გაერთიანებას და მათ მოთხოვნას არ უკავშირდება. ახვლედიანის განცხადებით, იგეგმება შეხვედრები პოლიტიკურ და ექსპერტულ წრეებთან, სადაც ორ ქვეყანას შორის არსებულ პრობლემებზე იქნება საუბარი. მისი თქმით, ბურჯანაძის ვიზიტის თაობაზე ოპოზიციური გაერთიანების ლიდერების უმრავლესობას ინფორმაცია ჰქონდა, ამიტომ თაკო ჩარკვიანის მწვავე განცხადებები და გადაწყვეტილება მოულოდნელი აღმოჩნდა.

დატოვე კომენტარი