ნინო ბურჯანაძის ვიზიტი მოსკოვში

ნინო ბურჯანაძე რუსეთის პარლამენტის ზედა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს, კონსტანტინე კოსაჩოვს შეხვდა.

არსებული ინფორმაციით, შეხვედრაზე ნინო ბურჯანაძემ მთავარი აქცენტი ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების საკითხზე გააკეთა.

რუსული სააგენტო „ტასის“ ინფორმაციით, ზაფხულში, მართლმადიდებლობის საპარლამენტო ასამბლეის დროს მომხდარ ანტირუსულ სკანდალთან დაკავშირებით, კონსტანტინ კოსაჩოვთან შეხვედრაზე ნინო ბურჯანაძემ ბოდიშიც მოიხადა. თუმცა, „დემოკრატიულ მოძრაობაში“ აცხადებენ რომ ბურჯანაძეს ბოდიში არ მოუხდია და მან მხოლოდ მწუხარება გამოთქვა.