ნინო ბურჯანაძის ვიზიტი მოსკოვში 

„ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერის განცხადებით, მოსკოვში ყველა შეხვედრაზე ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის საკითხზე ისაუბრა. კითხვაზე, იყო თუ არა გათავისუფლების ვადებზე საუბარი, ბურჯანაძე პასუხობს, რომ უკანონოდ დაკავებულ ექიმს საპატიმროდან მალე გამოუშვებენ.

ბურჯანაძე დღეს ასევე გრიგორი კარასინს და დუმის პირველ ვიცე-სპიკერს შეხვდება. ამასთან, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო, ლავროვის მოადგილისა და „ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის“ თავმჯდომარის შეხვედრის შესახებაც ავრცელებს ინფორმაციას.

უწყების განცხადებაში წერია, რომ მხარეებმა რუსულ-ქართული ურთიერთობები და პერსპექტივები განიხილეს. ასევე ვკითხულობთ, რომ რუსულმა მხარემ საქართველოსთან ურთიერთობების ნორმალიზებაზე თავისი დაინტერესება დაადასტურა, მათ შორის იყო ორ ქვეყანას შორის ავიამიმოსვლის შესაძლო აღდგენის საკითხიც.

 

დატოვე კომენტარი