ნინო ბურჯანაძის ვიზიტი მოსკოვში

პოლიტიკური შეფასებების თემად რჩება მოსკოვური ვოიაჟი, რომელმაც საარჩევნო სისტემის გარშემო გაერთიანებულ ოპოზიციურ ერთობაში დისონანსი შეიტანა.

„ლეიბორისტების“ ოფისში მიმდინარე შეხვედრების მონაწილე პარტიებს ახლა მედიასთან იმის განმარტება უწევთ, თუ რა მიზნით წავიდა „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი, ნინო ბურჯანაძე რუსეთის დედაქალაქში და იყვნენ თუ არა ამ გეგმის შესახებ მისი ახალი პოლიტიკური პარტნიორები ინფორმირებულები.

თაკო ჩარკვიანისგან გასხვავებით, ვიზიტის გამო კითხვები ან პრეტენზიები ახლადშექმნილ ოპოზიციურ ფორმატში გაერთიანებულ არცერთ პარტიას არ გასჩენია. მათ შორის იმ პოლიტიკურ ძალებსაც, რომლებიც სწორედ საგარეო პოლიტიკის გამო ბურჯანაძის გაერთიანებას წლების განმავლობაში მწვავედ აკრიტიკებდნენ.