ნინო ბურჯანაძის განცხადება

აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ სირიელი ლტოლვილების მიღების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას საგანგაშოდ მიიჩნევს ნინო ბურჯანაძე.

„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ამბობს, რომ დღეს ეს ფაქტი სახელმწიფოს და მედიის მთავარი თემა უნდა იყოს. ბურჯანაძე ეჭვობს, რომ სირიელ ლტოლვილებს აფხაზეთში დევნილების კუთვნილ სახლებში შეასახლებენ. მისივე თქმით, მიმდინარე პოლიტიკით ხელისუფლება აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს დაკარგავს.