ნინო ბურჯანაძის განცხადება

ე. წ. მოდულის შენობასათან მისი პარტიის წევრების, ბექა და ნიკა პეტრიაშვილების დაკავებას ეხმაურება ნინო ბურჯანაძე.

„ერთიანი საქართველო – დემოკრატიული მოძრაობის“ თავმჯდომარე ამბობს, რომ ბექა პეტრიაშვილი 2011 წლის 26 მაისს დაიჭირეს და ის „ქართულმა ოცნებამ“ პოლიტპატიმრის სტატუსით გაათავისუფლა. ბურჯანაძე აცხადებს, რომ „ქართულ იცნებას“ გადარჩენის ერთადერთი შანსი აქვს – არჩევნები პროპორცოული სისტემით ჩატარდეს. ის ასევე სოლიდარობას უცხადებს ყველა დაკავებულს.