ნინო ბურჯანაძის ბრიფინგი

„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ აფხაზეთის ე.წ. საზღვრის ჩაკეტვის შესახებ ბრიფინგი გამართა. მისი თქმით, ოკუპირებულ ტერიტორიზე ჩაკეტილი 50 ათასამდე ადამიანი დახმარებას ითხოვს.

„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერის ინფორმაციით, ხიდის ჩაკეტვა ე.წ. აფხაზური პასპორტების იძულებით აღებას უკავშირდება.

„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი მოუწოდებს მედიას და ხელისუფლებას, აღნიშნულ თემას მეტი ყურადღება დაუთმონ.