ბურჯანაძე - სამწუხაროა, რომ ხელისუფლებას ენმ-ის რეჟიმის წარმომადგენლები, რომლებიც 26 მაისის აქციის დარბევაში მონაწილეობდნენ, არ დაუსჯია  

„დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა, საქართველოს ყველა მოქალაქეს  დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილე წინასწარ მიულოცა. ნინო ბურჯანაძემ 2011 წლის 26 მაისი გაიხსენა და აღნიშნა, რომ სამწუხაროა ის ფაქტი, რომ დღევანდელ ხელისუფლებას „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის წარმომადგენლები, რომლებმაც აქციის დარბევაში მიიღეს მონაწილეობა, დღემდე არ დაუსჯია.

დღეს 11:00 საათზე პარლამენტის შენობის წინ „დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველო“ მხარდამჭერებთან ერთად აქციას გამართავს.