ნინო ბურჯანაძე - ხელისუფლებამ პასუხი უნდა აგოს

„დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს მოუწოდებს, პროპორციული სისტემით ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დანიშნოს.

ნინო ბურჯანაძემ გუშინდელი მოვლენები შეაფასა და ხელისუფლება სიბრიყვეში და უმეცრებაში დაადანაშაულა. მისი თქმით, უმრავლესობას ხალხთან და ოპოზიციასთან უნდა დაეწყო დიალოგი და არ გაემწვავებინა ვითარება.

„დემოკრატიული მოძრაობის“ თავმჯდომარე აცხადებს, რომ ხელისუფლებამ პასუხი უნდა აგოს და გადაიხადოს პოლიტიკური ფასი.