„ნინო ბურჯანაძე - ერთიანი საქართველოს“ საარჩევნო სიის წარდგენა

„ნინო ბურჯანაძე – ერთიანი საქართველო“,  სათაო ოფისში საპარლამენტო სიის პრეზენტაციას მართავს. სიას პარტია დღესვე, 13 საათზე, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში წარადგენს.

სიის ოფიციალურ პრეზენტაციას, პარტია უახლოეს დღეებში გეგმავს. პირველი ნომერი – პარტიის თავმჯდომარე, ნინო ბურჯანაძე; მეორე ნომერი – გიგლა ბარამიძე, პარტიის გენერალური მდივანი; მე-3 – პარტიის პოლიტსაბჭოს წევრი, ანზორ ბიწაძე; მე-4 –  ოთარ თავართქილაძე, პოლიტსაბჭოს წევრი და თბილისის ორგანიზაციის ხელმძღვანელი;

მე-5 – ბესო დანელია, პოლიტსაბჭოს წევრი; . მე-6 –  თამარ ზურაშვილი, პოლიტსაბჭოს წევრი; მე-7 – მამუკა აჩბა – პოლიტსაბჭოს წევრი და რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი; მე-8 – ბექა პეტრიაშვილი,  პოლიტსაბჭოს წევრი;  მე-9 – მაია ხრიკაძებორჯომის შტაბის ხელმძღვანელი; მე-10 – ვანო მაჭარაშვილი, გორის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი.

დატოვე კომენტარი