ნინა გამსახურდიას პერსონალური გამოფენა 

18:37, 06.08.2025

ეროვნულ გალერეაში ხვალიდან ნინა გამსახურდიას პერსონალური გამოფენა გაიხსნება.

ნამუშევრების დიდი ნაწილი საქართველოში სპეციალურად ამ ექსპოზიციისთვის ჩამოიტანეს და ისინი 2024 წელს შვეიცარიის წმ. ლუკას საზოგადოების 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი პროექტის ნაწილია. ნინა გამსახურდია ქართველი ხელოვანია, რომელიც 1992 წლიდან შვეიცარიაში ცხოვრობს და გარდა მხატვრობისა დაკავებულია შუა საუკუნეების ხატების ექსპერტიზითა და რესტავრაციით.

მსგავსი