ნიკოტინის „ბალიშები“ – ახალი საფრთხე მოზარდებისთვის

21:36, 29.05.2026

ნიკოტინის შემცველი ახალი პროდუქტი ქართულ ბაზარზე, რომელსაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ჯანმრთელობისთვის საშიშად მიიჩნევს.

ე.წ. ბალიშების გამოყენების მაჩვენებელი საქართველოშიც მზარდია. პროდუქტს ძირითადად ახალგაზრდები, მათ შორის სკოლის მოსწავლეები იყენებენ, რაც სპეციალისტების შეშფოთებას იწვევს. ბოლო პერიოდში გამკაცრებული კანონმდებლობა მსგავსი პროდუქტების რეალიზაციას ასაკობრივად ზღუდავს, თუმცა ფაქტია, რომ პროდუქტი სწორედ არასრულწლოვნებისთვის თავისუფლად ხელმისაწვდომია. ე.წ. ბალიშების გამოყენების სტატისტიკა საკმაოდ მაღალია მთელი მსოფლიოს მასშტაბით, რის გამოც ჯანმო ქვეყნებს საგანგებო ზომების მიღებისკენ მოუწოდებს.

ხატია ნეკაშვილი არკვევდა, რა რეაგირება მოჰყვება ქართულ ბაზარზე მზარდი გაყიდვების მქონე მავნე პროდუქციის გავრცელების საგანგაშო მაჩვენებელს.

მსგავსი