ნიკოლოზ სამხარაძის განცხადება

უკრაინაში განვითარებულ მოვლენებზე საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა უკრაინის მხარდამჭერი განცხადება შეიმუშავა. ქართველი დეპუტატები ყირიმსა და უკრაინის აღმოსავლეთ საზღვრებთან რუსეთის სამხედრო ძალის მასშტაბური მობილიზებითა და კრემლის აგრესიული რიტორიკით შეშფოთებულები არიან. როგორც საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის განცხადებაშია ნათქვამი, უკრაინაში მიმდინარე მოვლენები სერიოზულ საფრთხეს არა მხოლოდ უკრაინას, არამედ შავი ზღვის რეგიონს და მთლიანად ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურას უქმნის.

მოამბე