ნიკოლოზ მეტრეველის განცხადება

12:28, 23.01.2025

მსოფლიოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით დღეს ანალიტიკოსმა ნიკოლოზ მეტრეველმა პრესკონფერენციაზე ისაუბრა. მისი თქმით, რეგიონში არაერთი გამოწვევაა, მათ შორის საუბარია უკრაინის ომზე, რომლის დასრულების იმედი ტრამპის გაპრეზიდენტების შემდგომ გამოჩნდა. როგორც მან აღნიშნა, „გლობალური ომის პარტიის“ მცდელობა საქართველოს ომში ჩართვაც იყო, რაც არ გამოუვიდათ. რაც შეეხება ტრამპის გადაწყვეტილებას საგარეო პროგრამების 90 დღით შეჩერებასთან დაკავშირებით, ამ კონტექსტში ისაუბრა საქართველოზე. როგორც მეტრეველმა აღნიშნა, კარგად გამოჩნდა, რომ უცხოური დაფინანსების დიდი წილი ხმარდებოდა ენჯეოების მიერ ოპოზიციური ტელევიზიების დაფინანსებას, ლგბტ პროპაგანდას, რიგი პოლიტიკოსები და ბიზნესმენები კი დღემდე ცდილობენ ქვეყანაში არეულობის შემოტანას.

მსგავსი