ნიკოლოზ ბასილაშვილის სასამართლო პროცესი

ოჯახურ ძალადობაში ბრალდებული ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმეზე  სასამართლო პროცესი დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობს.

ბასილაშვილის ყოფილი მეუღლის, დაზარალებულად ცნობილი ნელი დოროყაშვილის ადვოკატის განცხადებით, დღეს ბრალდების მხარის მოწმე დაიკითხება, რომელიც ბასილაშვილის მხრიდან დაზარალებულის მიმართ ჩადენილ ძალადობას დაადასტურებს. ამასთან ადვოკატის თქმით, საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე ელოდება, რომ ბასილაშვილის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დადგება.

საპირისპიროს ამბობს დაცვის მხარე. ბრალდებული ბასილაშვილის ადვოკატის თქმით, არ არსებობს მტკიცებულება საქმეში, რომელიც ამტკიცებს, რომ   ბასილაშვილმა ძალადობა ჩაიდინა.