ნიკოლას მადურო სასამართლოს მოლოდინში

ვენესუელის პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს გარშემო პოლიტიკური და სამართლებრივი სკანდალი მძაფრდება. ბოლო პერიოდში მისი სახელის პარალელურად, აქტიურად განიხილება ნარკოტრაფიკთან დაკავშირებული ბრალდებები. საერთაშორისო გამოძიებების ფარგლებში საუბარია იმაზე, რომ რეჟიმის წარმომადგენლები ნარკოტიკების ტრანზიტსა და უკანონო ფინანსურ სქემებში მონაწილეობდნენ. სკანდალს კიდევ უფრო ამძაფრებს ინფორმაცია მადუროს ცოლის დაკავების შესახებ, რაც ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში უპრეცედენტო მოვლენაა. ცოლ-ქმარი ახლა ნიუ იორკში, ბრუკლინის მეტროპოლიტენის დაკავების ცენტრშია მოთავსებული. ხვალ მანჰეტენის ფედერალურ სასამართლოში პირველი პროცესი გაიმართება, სადაც მადუროს წინააღმდეგ ნარკოტიკებით ვაჭრობასთან დაკავშირებულ ბრალდებებზე იმსჯელებენ. პროცესი ყურადღების ცენტრშია როგორც ვენესუელაში, ისე საერთაშორისო საზოგადოებაში, რადგან მის შედეგებს შესაძლოა, დიდი გავლენა ჰქონდეს ქვეყნის შიდა და გარე პოლიტიკურ პროცესებზე.

მარიამ რობაქიძე დეტალებით #მოამბე