ნიკოლ ფაშინიანის მიმართა

18:32, 20.07.2025

სომხეთის პრემიერ-მინისტრი მოსახლეობას მოუწოდებს მზად იყვნენ სომეხთა კათოლიკოს გარეგინ მეორეს საპატრიარქოდან გასაძევებლად. ნიკოლ ფაშინიანმა განცხადება სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. „სომხური სამოციქულო ეკლესიის სწავლების თანახმად მღვდელი, რომელმაც დაუქორწინებლობის აღთქმა დადო, ეკლესიაზე ქორწინდება და სხვა პირადი ურთიერთობების უფლება არ აქვს. ნერსისიანმა, რომელმაც ეკლესიისთვის მიცემული ქორწინების აღთქმა დაარღვია, დღემდე არ გაათავისუფლა საპატრიარქო, რითაც შეურაცხყო ჩვენი უწმინდესი სალოცავი – დედა საკათედრო ტაძარი. ამით ის მოგვიწოდებს ჩვენ გავათავისუფლოთ საპატრიარქო მისგან. ჩვენ ამას ერთად გავაკეთებთ. მოემზადეთ“ – წერს ნიკოლ ფაშინიანი.

მსგავსი