ნიკოლ ფაშინიანის განცხადება

სომხეთის პრემიერ-მინისტრი, „ფეისბუქის“ საშუალებით, მთიან ყარაბაღში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, განმარტებებს აკეთებს. მისი თქმით, სტეპანაკერტის აღების შემთხვევაში ყველაფერს დაკარგავდნენ. ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, ომის გაგრძელების შემთხვევაში, არსებობდა საშიშროება, რომ სტეპანაკერტთან ერთად, ასკერანსა და მარტუნისაც დაკარგავდნენ, რადგან ეს დასახლებები სუსტად ან სიმბოლურად იყო დაცული. ასევე, მისი თქმით, ალყაში აღმოჩნდებოდა ათასობით ჯარისკაცი. პრემიერ-მინისტრი აღნიშნავს, რომ შუშაზე კონტროლის დაკარგვის შემდეგ, მის დასაბრუნებლად ორი მცდელობა ჰქონდათ, თუმცა ორივე წარუმატებელი აღმოჩნდა.