ნიკოლ ფაშინიანის განცხადება
სომხეთის პრემიერ-მინისტრი კვლავ ოპოზიციას აკრიტიკებს. პარლამენტში მან ოპოზიციური ძალები „სამთავიან ომის პარტიად“ მოიხსენია და განაცხადა, რომ ისინი აზერბაიჯანსა და თურქეთს გამუდმებით ემუქრებიან. ნიკოლ ფაშინიანის შეფასებით, სომხეთი ფორპოსტად მანამდე დარჩება, სანამ მეზობლებთან, მათ შორის საქართველოსთან, ირანთან, აზერბაიჯანთან და თურქეთთან, ურთიერთობებს არ მოაწესრიგებს. მისივე თქმით, მთავრობა აზერბაიჯანთან და თურქეთთან ურთიერთობის ნორმალიზებას სწორედ იმიტომ ცდილობს, რომ რეგიონი კონფლიქტის ჩიხიდან გამოიყვანოს.