„ჩვენს სასულიერო პირებს ღმერთთან აქვთ პრობლემები”– ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. ნიკოლ ფაშინიანი ბოლო პერიოდში განვითარებულ პროცესებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მონასტერში მყოფი სასულიერო პირები აღთქმას დებენ, რომ მათ პირადი ცხოვრება არ ექნებათ. რაც შეეხება სასულიერო პირებზე მოპოვებულ ინფორმაციას, ფაშინიანის თქმით, აღნიშნული ინფორმაცია ეროვნული უსაფრთხოების სამსახურისგან მიიღო.