საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში, ნიკო სამადაშვილის ლექსების კრებულის წარდგენა გაიმართა. გამოცემა, პოეტის დაბადებიდან, 120 წლის იუბილეს ეძღვნება. წიგნის გამოცემაზე მუშაობდნენ ეროვნული ბიბლიოთეკის ქართველოლოგიის განყოფილების თანამშრომლები, თამარ ხიზამბარელი და დარეჯან თეთრაშვილი. გამოცემას ერთვის ბიბლიოგრაფიაც, რომელიც ქართველოლოგიის განყოფილების უფროსმა, ნანი მაჭავარიანმა შეადგინა.