ნიკო ლეკიშვილი გარდაიცვალა

თბილისის ყოფილი მერი, ნიკო ლეკიშვილი 77 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის იყო სამი მოწვევის პარლამენტის წევრი, სხვადასხვა დროს მუშაობდა მაღალ თანამდებობებზე. მას ხელი ჰქონდა მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე.

ნიკოლოზ ლეკიშვილს 2019 წელს გადაეცა თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება.