ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმე – სასამართლო პროცესი

15:15, 15.10.2026

22 წლის ნიკო კვარაცხელიას შეკვეთით, ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებული ძმები, დავით და გურამ კაკულიები კვარაცხელიას ოჯახს საჩივრის გატანისკენ მოუწოდებენ. განცხადება ძმებმა სასამართლო პროცესზე გააკეთეს. დავით კაკულიას განცხადებით, პროკურატურამ მათ წინააღმდეგ ვერც ერთი მტკიცებულება ვერ მოიპოვა. მათვე ნაფიც მსაჯულებზე უარი თქვეს და განაცხადეს, რომ სურთ მათი საქმე მოსამართლემ განიხილოს.

კაკულიებთან ერთად, ამავე საქმეში ბრალდებული ბესარიონ ჟვანიას საქმეც განიხილებოდა. მასზე ძებნაა გამოცხადებული. მოსამართლემ დააკმაყოფილა დღევანდელ წინასასამართლო სხდომაზე მტკიცებულებების მიღების შუამდგომლობა და საქმე არსებით განხილვაზე გადაეცა. შემდგომი სხდომა 29 ოქტომბერს ჩაინიშნა. ნიკო კვარაცხელიას შეკვეთით ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ორგანიზების ფაქტზე გურამ კაკულიას, დავით კაკულიას და ბესარიონ ჟვანიას ბრალდება, მკვლელობის ორგანიზებისთვის წარუდგინეს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი