ნიკო კვარაცხელიას განზრახ მკვლელობის საქმეზე დაკავებულმა აკო ჭელიძემ დანაშაული აღიარა. თუმცა, მისი თქმით, თანამზრახველი არ ჰყოლია და მარტო მოქმედებდა. რაც შეეხება მეორე ბრალდებულს, გიორგი კავილაძეს, ის წარდგენილი ორი ბრალდებიდან თავს არცერთში დამნაშავედ არ მიიჩნევს. მისი დანაშაული, მისივე თქმით, მხოლოდ ის არის, რომ „მომხდარის შესახებ პოლიციას არ შეატყობინა“. კავილაძემ ასევე უნდობლობა გამოუცხადა გამოძიებას და აღნიშნა, რომ მხოლოდ სასამართლოს ენდობა.