ნიკი ჰეილი - ჩვენს პრეზიდენტს ჯერ საბოლოოდ არ მიუღია გადაწყვეტილება სირიაში მოსალოდნელ ქმედებებზე
- „ჩვენს პრეზიდენტს ჯერ საბოლოოდ არ მიუღია გადაწყვეტილება სირიაში მოსალოდნელ ქმედებებზე, მაგრამ როდესაც აშშ და მისი მოკავშირეები ამ გადაწყვეტილებას მიიღებენ, ეს ნაბიჯი იქნება მიმართული იმ პრინციპების დასაცავად, რომელზეც ყველა ვთანხმდებით“, – განაცხადა ნიკი ჰეილიმ.
- რუსეთმა შეტყობინებების აპლიკაცია Telegram-იდაბლოკა, – ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. მედიასაშუალების ცნობით, რუსეთის მედიამარეგულირებელმა Telegram-ის დაბლოკვა მოითხოვა, რადგან კომპანიამ დაშიფვრის გასაღებების გადაცემაზე უარი განაცხადა.
- „გარდიანის“ მტკიცებით, მათ განკარგულებაში აღმოჩნდა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის მრჩევლის მარკ სედვილის წერილი, რომლითაც მან NATO-ს გენერალურ მდივანს გადაუგზავნა. მსგავსი წერილის გასაჯაროება ბრიტანეთში ძალიან იშვიათად ხდება.
- რუსეთის საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებმა სახელმწიფო დუმაში კანონპროექტი შეიტანეს, რომელიც მოსკოვს აშშ-ის მიერ დაწესებულ სანქციებზე საპასუხო ქმედებების შესაძლებლობას მისცემს.