ნიკა მელიაზე ელექტრონული მონიტორინგი დაიწყო

ნიკა მელიაზე ელექტრონული მონიტორინგი დაიწყო. პრობაციის ეროვნულ სააგენტოში განმარტავენ, რომ სააგენტო პროკურატურას რეგულარულად მიაწვდის ელექტრონული მონიტორინგის აპარატურის მიერ ავტომატურად გენერირებულ ინფორმაციას, რის საფუძველზეც პროკურატურა შეძლებს, გააკონტროლოს, რამდენად ემორჩილება ზედამხედველობის ქვეშ მყოფი პირი სასამართლოს მიერ დაწესებულ შეზღუდვებს.