ნიკა მელიას სასამართლო

სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში დატოვების მიუხედავად, ნიკა მელია ელექტროსამაჯურის ტარებას აღარ აპირებს.

20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე ბრალდებული და გირაოთი გათავისუფლებული დეპუტატი, რომელსაც პროკურატურასთან შეთანხმების გარეშე გადაადგილება ეკრძალება, ხვალიდან პარლამენტში სიარულს და სხვა პოლიტიკურ აქტივობებსაც გეგმავს.

დღევანდელ პროცესზე ბრალდებულის ადვოკატი აღკვეთის ღონისძიების გაუქმებას ან შეცვლას ითხოვდა. დაცვის მხარე საქალაქო სასამართლოში „ნაციონალური მოძრაობის“ იმ დეპუტატების სიით მივიდა, რომლებიც ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებულ მელიას თავდებში უდგებიან.

პროცესმა სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე ჩაიარა. მელია დარბაზიდან გააძევეს.