ნიკა მელიას სასამართლო პროცესი 

გადაწყდება თუ არა პოლიტიკური უთანხმოების ერთ-ერთი მთავარი თემა – ნიკა მელიას სასამართლო პროცესი სამშაბათს გაიმართება.

დიდი ალბათობით მოსამართლეს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვაზე მოუწევს მსჯელობა, რადგან კანონით დადგენილი ორთვიანი ვადა იწურება. მომდევნო სხდომას თავად მელიაც უნდა დაესწროს, სწორედ ამ პირობით გადაიდო დღევანდელი პროცესი, რომელიც აქციის ფონზე მიმდინარეობდა. ელექტრონული სამაჯურის მოხსნის გამო გაზრდილი გირაოს არ გადახდის შემდეგ დაკავებული ოპოზიციონერი ლიდერის პოზიცია ცნობილია: ის გირაოს, ანუ 40 000 ლარის გადახდას არ აპირებს. თავის მხრივ ძალაში რჩება პროკურატურის შეთავაზებაც: გირაოს გადახდისთანავე შოთაძის უწყება მზად არის, სასამართლოს ნიკა მელიას არასაპატიმრო ღონისძიების შუამდგომლობით მიმართოს.