„კოალიცია ცვლილებებისთვის“ ლიდერს, ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. სახელმწიფო ბრალდება ნიკა მელიას მოსამართლისთვის წყლის შესხმის ფაქტს ედავება. ბრალდების მხარის განცხადებით, არსებობს რისკი, რომ ნიკა მელია მიიმალოს, ახალი დანაშაული ჩაიდინოს და მოწმეებზე ზემოქმედება მოახდინოს, რომელსაც ადვოკატი გიორგი კონდახიშვილი არ დაეთანხმა. დაცვის მხარის პოზიციით, წარმოუდგენელია უკვე პატიმრობაში მყოფმა ნიკა მელიამ პროკურორის მიერ დასახელებული ქმედებები ჩაიდინოს.
ნიკა მელია პოლიციამ 29 მაისს, ადმინისტრაციული წესით დააკავა. მეორე დღეს კი, პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის საქმეზე, მისი სასამართლო პროცესი გაიმართა, სადაც მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. მელიამ პროცესზე მოსამართლეს სიტყვით მიმართვისას წყალი შეასხა.