ნიკა მელიას სასამართლო პროცესი

ნიკა მელიას საქმეზე ჩვენება ორმა სამართალდამცველმა მისცა. მათ შორის ერთ-ერთი, ვაკის სამმართველოს უფროსის მოადგილეა, რომელმაც 20-21 ივნისის ღამეს, საპროტესტო აქციის დროს, ფიზიკური დაზიანება მიიღო. გიორგი გაბელაია აქციის დროს სამედიცინო დაწესებულებაში, ნეკნის მოტეხილობით  გადაიყვანეს. მოწმის განცხადებით, რუსთაველზე პირველ ეტაპზე მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაიწყო, ვითარება კი მას შემდეგ დაიძაბა, რაც  ნიკა მელიამ აქციაზე შეკრებილებს მიმართა და პარლამენტში შესვლისკენ მოუწოდა. მოწმის თქმით, აქციაზე შეკრებილები სამართალდამცველებს ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდნენ. 20-21 ივნისის აქციის დეტალები სასამართლო სხდომაზე კიდევ ერთმა სამართალდამცველმა გაიხსენა. თავად ნიკა მელია კი, სხდომას არ ესწრებოდა, რადგან ის მოსამართლის გადაწყვეტილებით, პროცესიდან გაძევებულია.

მოამბე

დატოვე კომენტარი