პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის საქმეზე ნიკა მელიას პროცესი გაიმართა დღეს საქალაქო სასამართლოში. დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარემ შესავალი სიტყვა წარმოთქვა. შესავალი სიტყვა უნდა ეთქვა ადვოკატებსაც, თუმცა, მათ სხდომის გადადება ითხოვეს, ვინაიდან ბრალდებულთან კონსულტაციის გავლა სჭირდებათ.
პროცესს არ ესწრებოდა თავად ნიკა მელია, რადგან ის წინა პროცესიდან მოსამართლისთვის წყლის შესხმის გამო გააძევეს. ნიკა მელიას საგამოძიებო კომისიაზე არგამოცხადების გამო 50 000-ლარიანი გირაო ჰქონდა შეფარდებული, რაც არ გადაიხადა, სწორედ აღნიშნული გახდა მისი დაკავების საფუძველი.