ნიკა მელიას სასამართლო

ნიკა მელიას ბრალდების საქმეზე მტკიცებულებების გამოკვლევა გრძელდება. დღევანდელ სხდომაზე, სავარაუდოდ, ისევ ვიდეომასალებს გამოიკვლევენ. საუბარია 20-21 ივნისის მოვლენებს ამსახველ ჩანაწერებზე. ვიდეოში ნიკა მელია აქციაზე შეკრებილ მოქალაქეებს მიმართავს. წინა სხდომაზე მედიიდან გამოთხოვილი ჩანაწერები გამოიკვლიეს. დაცვის მხარე აცხადებდა, რომ რამდენიმესაათიანი ვიდეომასალა ბრალდების მხარემ მხოლოდ ფრაგმენტულად გამოიკვლია და სრული სურათი კონტექსტიდან ამოვარდნილია. მელიას ადვოკატების თქმით, აქციაზე მელიას მხრიდან ძალადობრივ ქმედებებს ადგილი არ ჰქონია. ამას კატეგორიულად უარყოფს პროკურორი, რომელიც აცხადებს, რომ გამოიკვლიეს ჩანაწერის ის ნაწილები, რაც უშუალოდ მელიას ეხება და სადაც ის მოქალაქეებს მიმართავდა. მისი მიმართვები კი ძალადობრივი იყო. თავად ნიკა მელია, როგორც ცნობილია, სასამართლო პროცესს არ დაესწრება, რადგან ის მოსამართლის მიერ პროცესიდან გაძევებულია.

მოამბე