ნიკა მელიას საქმის განხილვა გრძელდება

15:18, 21.10.2019

ნიკა მელია სასამართლოში მისი საქმის არსებით განხილვას არ ესწრება. პროცესზე ბრალდების და დაცვის მხარე შესავალ სიტყვებს წარმოთქვამენ.

წინა სასამართლოს სხდომაზე ნიკა მელია მოსამართლემ შელაპარაკების გამო სხდომიდან გააძევა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ნიკა მელიას კვლავ რჩება ყველა სახის აღკვეთის ღონისძიება, მათ შორის, ელექტრონული სამაჯურის ტარების ვალდებულებაც.

გამოძიება „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერს 20-21 ივნისის საქმეზე ჯგუფურ ძალადობას ედავება.

მსგავსი