ადმინისტრაციული სხდომა ნიკა მელიას საქმეზე

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ნიკა მელიას საქმეზე ადმინისტრაციული სხდომა იწყება.

საქმე ეხება 11 ივნისს გამართულ საპროტესტო აქციას, რომელზეც ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე საპროტესტო აქციას მართავდა.

ნიკა მელიას განმარტებით, იგი დააკავეს მაშინ, როდესაც პროტესტის მონაწილეები გზის გადაკეტვას ცდილობდნენ. მელიას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 2 მუხლი აქვს წარდგენილი – წვრილმანი ხულიგნობა და პოლიციელისადმი წინააღმდეგობის გაწევა.