ნიკა მელიას საქმე - პროკურატურამ პარლამენტს მიმართა

ნიკა მელიას პატიმრობა ემუქრება.

ვადა ამოიწურა, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ელექტრონული სამაჯურის მოხსნის გამო გაზრდილი გირაო არ გადაიხადა. შესაბამისად, უკვე პარლამენტშია მიმართვა, რომელშიც პროკურატურა საკანონმდებლო ორგანოს მელიას დასაკავებლად ნებართვას სთხოვს. სასამართლომდე პროცესები ახლა სწორედ პარლამენტში ინაცვლებს. წელიწადნახევრის შემდეგ „ქართულ ოცნებას“ უკვე მეორედ უწევს დეპუტატ ნიკა მელიას სადეპუტატო უფლებამოსილების შეჩერებაზე მსჯელობა. კომენტარების მიხედვით, მმართველი გუნდი საგამოძიებო უწყების მოთხოვნის დაკმაყოფილებას აპირებს. იმის მიუხედავად, რომ გირაოს გადახდას ელისაშვილის პარტია სწორ ნაბიჯად მიიჩნევდა, პარტია „მოქალაქეები“ კოლეგისთვის უფლებამოსილების შეჩერების საკითხს მხარს არ დაუჭერს.