ნიკა მელიას საქმე - პროკურატურამ პარლამენტს მიმართა 

საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილება ცნობილია – ჯერჯერობით უცნობია, შეცვლის თუ არა ნიკა მელია საკუთარ პოზიციას, გირაოს თანხის გადახდასთან დაკავშირებით. პროკურატურა ახლა საკანონმდებლო ორგანოსგან ოფიციალურ პასუხს ელოდება, რის შემდეგაც მისი დაპატიმრების მოთხოვნით უკვე სასამართლოს მიმართავს.

საკითხზე პოლიტიკური შეფასებები მთელი დღის განმავლობაში კეთდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ამ დრომდე აცხადებს, რომ გირაოს სახით შეფარდებული თანხის გადახდას არ აპირებს, ოპოზიციის ნაწილი ამ ფაქტს კანონის დარღვევად მაინც არ მიიჩნევს და მის მხარდასაჭერად ერთიანდება.

მხარეთა არგუმენტები და პოზიციები ნახეთ ჩვენს სიუჟეტში.