ნიკა მელიას რვათვიანი პატიმრობა შეეფარდა

15:13, 27.06.2025

ცოტა ხნის წინ, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, პარლამენტის საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, ნიკა მელიას 8 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა და 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება აეკრძალა. ამასთან, დღევანდელ განაჩენს 2019 წლის განაჩენით აღუსრულებელი სასჯელი-ჯარიმა 25 000 ლარი დაემატა. 2019 წლის განაჩენით, მელია სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში იქნა ცნობილი. გადაწყვეტილების გამოცხადებას არ დასწრებია თავად ბრალდებული ნიკა მელია, ვინაიდან ის მოსამართლე ზვიად შვანგირაძისთვის წყლის შესხმის გამო, სხდომათა დარბაზიდან გაძევებულია.

ნიკა მელია რუსთავის მე-12 დაწესებულებაშია მოთავსებული.

მსგავსი