ნიკა მელიას გირაოს ვადა ეწურება - შეფასებები მმართველ გუნდში

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს გირაოს თანხის გადასახდელად ვადა დღეს ეწურება, თუმცა, ნიკა მელია გირაოს გადახდას არ აპირებს. ამის შესახებ მან გვიან ღამით სოციალურ ქსელში კიდევ ერთხელ დაწერა.

საკითხს ეხმაურებიან მმართველ გუნდში. საქართველოს პრემიერის განცხადებით, ნიკა მელიას შეუძლია, გააგრძელოს პოლიტიკური ხულიგნობა, ეს მისი არჩევანის საკითხია. მისივე თქმით, მელიას ქმედება პოპულიზმია და ამაში სახელმწიფო არანაირ როლს არ თამაშობს.

საკითხს დღესვე გამოეხმაურნენ პარლამენტის თავმჯდომარე და თავდაცვის მინისტრი.