ნიკა მელიას გირაო პატიმრობით შეეცვალა

18:01, 30.05.2025

ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიება გირაო – პატიმრობით შეეცვალა. ასეთია მოსამართლის გადაწყვეტილება, ვისი განცხადებითაც, ნიკა მელიამ მიზანმიმართულად არ გადაიხადა გირაო, დღეისთვის კი – გადახდის ვადა ამოწურულია. ასევე მოსამართლის განმარტებით, მელიას სახელზე რეგისტრირებულია უძრავი ქონება, რითაც მას გირაოს უზრუნველყოფა შეეძლო. მოსამართლის გადაწყვეტილებას ხმაური მოჰყვა თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში. პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო 29 აპრილს შეეფარდა.

როგორ ჩაიარა სასამართლო სხდომამ და როგორია განცხადებები ? – თათია ტაბეშაძის ჩართვა #მოამბე

მსგავსი