ნიკა მელიას გათავისუფლების საკითხი

ამ დრომდე უცნობია, როდის მოხდება ევროკავშირის ერთ-ერთი ფონდის მიერ ნიკა მელიასთვის გირაოს გადახდა. ცნობილია, რომ თავად მელია, ამ გზით საპატიმროს დატოვებაზე თანახმაა. ოპოზიციაში ვარაუდობენ, რომ გირაოს გადახდა, შესაძლოა, უახლოეს დღეებში მოხდეს. ამნისტიის პროექტზე კი პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ პოზიცია უცვლელია და მათთვის პროექტის დამტკიცება მიუღებელია.

მმართველი გუნდის შეფასებით კი ევროკავშირის მიზანი იყო სტაბილურობის მიღწევა, თუმცა „ნაციონალური მოძრაობის“ პოზიცია არის დესტრუქციული, რაც კიდევ ერთხელ დასტურდება მათ განცხადებებში.