ნიკა მელიას განცხადება - გამოხმაურებები

იმ საკრებულოებში, სადაც თავმჯდომარეების არჩევა ამ დრომდე ვერ მოხერხდა, „ნაციონალური მოძრაობა“ მზად არის გიორგი გახარიას პარტიის კანდიდატს დაუჭიროს მხარი. ნიკა მელიას განცხადებით, მსგავს სიტუაციებში მნიშვნელოვანია ოპოზიციამ „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ იმოქმედოს, რადგან აუცილებელია საკრებულოებში ყველა მნიშვნელოვანი თანამდებობა მმართველი გუნდის ოპონენტებმა ჩაიბარონ. „ქართულ ოცნებაში“ კი ამბობენ, რომ მსგავსი გადაწყვეტილებით „ნაციონალური მოძრაობის“ და გახარიას პარტიის თანამშრომლობა დასტურდება.