ნიკა მელიას განცხადება

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ვანო მერაბიშვილთან დაპირისპირებაზე საუბრობს. ტელეკომპანია „tv პირველის“ ეთერში ნიკა მელიამ განცხადა, რომ უთანხმოება 2020 წელს დაიწყო, როდესაც ის, როგორც საერთო ოპოზიციური კანდიდატი, გლდანში იყრიდა კენჭს.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის განცხადებით, არასდროს დადგება იქ, სადაც ვანო მერაბიშვილია. მან ასევე შიდაპარტიულ არჩევნებზე ისაუბრა. მელია ამბობს, რომ დამარცხების შემთხვევაში, პარტიის დატოვებას არ აპირებს და არც მის მართვაში შეუშლის ვინმეს ხელს.