ნიკა მელიას განცხადება

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის მანქანის დაწვის ფაქტს გიორგი ხარჩილავას პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირებს. ნიკა მელია ხარჩილავას მხარდასაჭერად დღეს წალენჯიხაში ჩავიდა და მერიის წინ საგანგებო ბრიფინგი გამართა. მელიას განცხადებით, მომხდარში ის მმართველი პარტიის კვალს ხედავს და ფაქტის გამოძიების იმედი არ აქვს.