ნიკა მელიას გადაწყვეტილება - შეფასებები პოლიტიკურ სპექტრში

ვინ ითანამშრომლებს ნიკა მელიას ახალ გუნდთან და ვინ გამორიცხავს მათთან რაიმე ტიპის კონსულტაციას. „ნაციონალური მოძრაობიდან“ წასული დეპუტატების ნაწილი ჯერ არ ამბობენ, იქნებიან თუ არა ახალ პარტიაში ერთად. ოპოზიციაში განსხვავებული მოსაზრებებია. მაგალითად, გიორგი გახარიას გუნდი მელიას კატეგორიულად ემიჯნება.

„ლელოში“ ამბობენ, რომ იმუშავებენ ყველა პარტიასთან, ვისთანაც საერთო ხედვები ექნებათ. მმართველ გუნდში კი ამბობენ, რომ მელიას გადაწყვეტილება პარტიული გავლენებისთვის ბრძოლას ნიშნავს.