ნიკა მელიას დაკავება - საერთაშორისო გამოხმაურებები

ნიკა მელიას დაკავების შემდეგ საქართველოში მიმდინარე მოვლენების მიმართ კვლავ მაღალია საერთაშორისო პარტნიორების ინტერესი.

პოლიტიკურმა სპექტრმა დღეს ახალი მნიშვნელოვანი გზავნილები და მოწოდებები მიიღო. აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი ორივე მხარეს მოლაპარაკებისკენ მოუწოდებს. მსგავსი შინაარსი იკითხება გაერო-ს გენერალური მდივნის პრეს-სპიკერის განცხადებაშიც, სადაც ადრესატებს კანონის უზენაესობის და დემოკრატიული პროცესისადმი პატივისცემაზე მიუთითებენ. მწვავეა ოთხი ამერიკელი კონგრესმენის ერთობლივი მიმართვა, სადაც ნიკა მელიას და გიორგი რურუას გათავისუფლებას ითხოვენ. ევროპარლამენტიდან რამდენიმე დეპუტატმა კი ყველა მხარეს უკან დახევისკენ და პოლარიზაციის შემცირებისკენ მოუწოდეს. გზავნილები სხვადასხვანაირად იკითხება. ოპოზიციური ლიდერები საკუთარ მოთხოვნებს სწორედ საერთაშორისო პარტნიორების ბოლო მოწოდებებით ამყარებენ, ხელისუფლება კი ოპონენტებს მათ მძიმე რეაქციებს ახსენებს ამავე პარტნიორების იმ განცხადებებზე, სადაც ოპოზიციას პარლამენტში შესვლას ურჩევდნენ.

დატოვე კომენტარი